ტოლის საჯარო სკოლის შემოქმედი მოსწავლეები და მათი საინტერესო ნამუშევრები 
30-06-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლაში აკადემიური წელი წარმატებით დამთავრდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას, ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტებით სწავლება. 

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, რომლის ფარგლებში, მე-9 კლასის მოსწავლე თიკო ჯოხაძემ საინტერესო ნამუშევრები შექმნა. ნამუშევრები ასახავს აფხაზეთის ულამაზეს ბუნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც წარმტაცი სანახავია. 

ასევე, ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში, მე-9 კლასში მოეწყო ექსკურსია, მცხეთის მიმართულებით, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მოილოცეს მცხეთის წმინდა ადგილები. ექსკურსიით მიღებული შთაბეჭდილება მე-9 კლასის მოსწავლე თინათინ ჯოხაძემ ნახატით გადმოსცა და ხელოვნების მოყვარულთა გული მოიგო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203