„შენი ვარ, შენთვის მოვკვდები“ - საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორის - გოჩა ძნელაძის მორიგი წიგნი გამოიცა
30-06-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურის საჯარო სკოლის დირექტორი - გოჩა ძნელაძე პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სკოლის წარმატებით მართვის გარდა, შემოქმედებითი საქმიანობითაც არის დაკავებული. გოჩა ძნელაძე,  საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და ღირებულ წიგნებს წერს.

ერთ-ერთი ასეთი წიგნია - „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები“, რომელის შესახებ ინფორმაციას ის თავის ერთგულ მკითხველს დიდი სიყვარულით უზიარებს.

„ჩემო მეგობრებო და მკითხველებო, როგორც შეგპირდით, გამოვიდა ჩემი მორიგი წიგნი „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები“. გვერდების რაოდენობა - 368, მუყაოს ყდით, ღირებულება 15 ლარი, წიგნი შედგება რამდენიმე განყოფილებისაგან. პირველი - პოეზია (გვ 7-49) მეორე - კალმის წვერით მოქარგული ძეგლები (გვ 50-143. წერილები ჩვენს თემში მაცხოვრებელ ღირსეულ ადამიანებზე) მესამე - წარსულ-მომავლის გზაჯვარედინზე (გვ 143-185. ეძღვნება ჩვენს კუთხესთან დაკავშირებულ ისტორიული ხასიათის ნარკვევებს.) მეოთხე - ლანდებს ადევნებული ქრონიკები (გვ 189-242. მოიცავს კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებს.) მეხუთე - თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა (გვ 247-313. ჩვენი სოფლებიდან უდროოდ და ტრაგიკულად გარდაცვლილ ღირსეულ ადამიანებთან დაკავშირებულ მასალებსა და გამოსათხოვარ წერილებს. სულ 18 წერილი.) მეექვსე - მაშინ იხარებს მწიდნავი (გვ 318-362. ავტორთან და მის შემოქმედებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები.) წიგნის შეძენის მსურველები აუცილებლად დამიკავშირდით. ტირაჟი შეზღუდულია. წინასწარ გიხდით მადლობას“, - აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203