ხრიალეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა მკითხველთა თეატრი და მოხიბლული მაყურებელი 
30-06-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დადებითად აისახება.

შემოქმედებითი ღონისძიებებით იყო გაჯერებული 2022-2023 სასწავლო წელი. მათ შორის აღსანიშნავია მკითხველთა თეატრი - „ჭიანჭველა და რწყილი“, რომელიც მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის - ლიანა ბურჯანაძის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავი წარმოდგენით წარდგნენ, დაკისრებულ მოვალებას წარმატებით გაართვეს თავი, მშბლებსა და პედაგოგები სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203