„ჯანსაღი კვება, ჯანმრთელობის გარანტი“- ​ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
30-06-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. 

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „ჯანსაღი კვება, ჯანმრთელობის გარანტი“, რომელიც I კლასში განხორციელდა.

პროექტს პედაგოგი ხათუნა ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა. პროექტი მშობელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებისთვის პროექტზე მუშაობა, შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. ბოსტნეულით ჯანსაღი საკვები მოამზადეს და დამსწრე საზოგადოებას გაუმასპინძლდნენ. 

„ამბავი ბოსტნეულთა კრებიდან... ვისაუბრეთ, ვიმღერეთ, მოვამზადეთ დავაგემოვნეთ...კმაყოფილი ჩვენ და კმაყოფილი სტუმრები...“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203