სალიბაურის N2 სკოლა ხელვაჩაურის მერიამ და რესურსცენტრმა 2023 წლის წარმატებულ სკოლად დაასახელა
30-06-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის მოსწავლეთა სტიპენდიის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ წარმატებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

მათ შორის იყვნენ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მედალოსანი მოსწავლეები - რეზო შარაშიძე, ლიზი დიდმანიძე, ლიზა ბერძენიშვილი, ლევან ხმალაძე, ქეთი შაინიძე.

პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების (X-XI-XII კლასი) დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელთაც საერთო შეფასება 9.8 და მეტი ქულა დაიმსახურეს.

2023 წლის წარმატებული სკოლის ჯილდო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრისა და მერიის სახელით გადაეცა სალიბაურის N2 საჯარო სკოლას.

სკოლაში რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და მუნიციპალიტეტის მერს სკოლებისა და მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან. 

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ ხათუნა დიდმანიძესა და ხელვაჩაურის მერს ბატონ ზაზა დიასამიძეს ახალგაზრდების წინსვლის საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილისა და მუნიციპალიტეტის სკოლების მხარდაჭერისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203