მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკის ოლიმპიადა გაიმართა 
29-06-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის აღსანიშნავია მათემატიკის ოლიმპიადა. 

კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. ვიქტორინის მეორე ეტაპზე ოთხი გუნდი შეეჯიბრა ერთმანეთს. 

ფინალურ ტურში დარჩენილ პირველსა და მეორე ჯგუფს შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ, 1 ქულის სხვაობით პირველმა ჯგუფმა გაიმარჯვა.

დირექციამ ორივე გუნდი სიგელებით დააჯილდოვა. გამარჯვებულ გუნდს კი დამატებით წიგნები გადაეცა საჩუქრად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203