„ვსწავლობთ ცხოვრებას უკონფლიქტოდ!“ - დაბა ხარაგაულის N3 სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობა 
29-06-2023

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. აკადემიური წელი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით. ნაყოფიერი იყო პროექტებით სწავლება.  

მათ შორის აღსანიშნავია, სასკოლო პროექტი „კონფლიქტები და მათი მართვა“, რომლის ფარგლებშიც დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის - თამარ სხილაძის ხელმძღვანელობით, მეორე და მესამე კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო აქტივობა სახელწოდებით - „ვსწავლობთ ცხოვრებას უკონფლიქტოდ!“. 

აქტივობა მოსწავლეებისთვის, მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და კონფლიქტების მართვის შესახებ ცნობიერება აიმაღლეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203