მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო გასვლითი გაკვეთილი 
29-06-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

მოსწავლეები აკადემიური წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონაწილეობდნენ და პედაგოგთა ხელმძღვანელობით საინტერესო ადგილებს სტუმრობდნენ.

ერთ-ერთი ასეთი საინტერესო აქტივობა იყო საბუნებისმეტყველო კათედრის ორგანიზებული გასვლითი გაკვეთილი გუმათჰესის ჰიდროელექტროსადგურზე.

მათ მდინარე რიონზე არსებული კაშხალი და მთავარი ელექტროსადგური მოინახულეს, სადაც საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ.

„მეგზურობა ჰესის მთავარმა ინჟინერმა გაგვიწია და მიუხედავად მაღალი ძაბვების მქონე შენობისა, მთავარი გენერატორები და კომპიუტერული სისტემა დაგვათვალიერებინა. სულ მცირე, ის მაინც გავიგეთ, საიდან გვითიშავენ და გვირთავენ ხოლმე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან - ელექტროენერგიას. ექსტრემალურ სიტუაციაში მგომი პირველად აღმოვჩნდით“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა დრო საინტერესოდ, ნაყოფიერად გაატარეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203