დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის VIII კლასში ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება მოეწყო
29-06-2023

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა თუ პროექტი ჩატარდა.

მათ შორის აღსანიშნავია სასკოლო პროექტი - „კონფლიქტების მართვა“, რომლის ფარგლებშიც VIII კლასის ხელმძღვანელმა, მანანა სახვაძემ სადამრიგებლო საათზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა მოაწყო.

პედაგოგმა, მოსწავლეებს არჩილ სულაკაურის მოთხრობის - „ზევით და ქვევით“, მიხედვით, ალეკო ნინუას რეჟისორობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ქართული მხატვრული ფილმის - „ზღარბი“, ჩვენება მოუწყო.

„ზღარბის“ ნახვის შემდეგ, ბავშვებს ფილმის სიუჟეტის გაგრძელება დაევალათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული დავალებას მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი და თავიანთი ნამუშევრები პრეზენტაციის სახით განსხვავებულად და საინტერესოდ წარმოადგინეს.

„მადლობა მანანა მასწავლებელს და მის მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტობი: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203