
ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის და მათი გულშემატკივრებისთვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის - Izrune.ge - ს ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ერთგული იზრუნელები დააჯილდოვა, მათ შორის იყვნენ ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
Izrune.ge-ს ინდივიდუალური პაკეტის მოსწავლეებს სპეციალური სახელობითი დიპლომები გადაეცათ. შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის N13 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილი ნატალია კეჭეხმაძე.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის N13 საჯარო სკოლა, დირექტორის გელა სირაძის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას. სკოლის მოსწავლეები კი ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალში აქტიურად არიან ჩართულნი და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა, რაც ღონისძიებაზეც წარმოჩინდა.
იხილეთ ფოტოები: