ოლადაურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელ ქეთევან დარჩიძეს სტატუსი აუმაღლდა
29-06-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლას განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს. 

მათგან ერთ-ერთი დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქეთევან დარჩიძეა, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. ამჯერად, მან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ

თავად ქეთევან დარჩიძე კი, მადლობას მთელ კოლექტივს, დირექტორსა და მოსწავლეებს უხდის.

„2007 წლიდან ვმოღვაწეობ შუახევის მუნიციპალიტეტის ოლადაურის საჯარო სკოლაში. ამ ხნის განმავლობაში, ძალიან დიდი შრომა გავწიე და პროფესიულად კარგი გამოცდილება შევიძინე. მუდმივად ვცდილობ ახლის ძიებას, რათა ჩემს მოსწავლეეებს გავაცნო სიახლეები. მინდა, რომ ჩემი მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესი კიდევ უფრო გავზარდო, პროფესიული განვითარების ზრდის თვალსაზრისით, ჩემი მთავარი მიზანია, აქტიურად ჩავერთო კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ სხვადასხვა უცხოენოვან ღონისძიებებში. ჩემი მთავარი ამოცანაა პროფესიული წინსვლა უწყვეტ რეჟიმში, რათა მოსწავლეებს გაკვეთილები სწავლა-სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპებით შევთავაზო. მადლობა ჩემს სკოლას, დირექტორს, პედაგოგიურ კოლექტივს, მოსწავლეებსა და მშობლებს თანამშრომლობისათვის, გუნდურობისა და მხარდაჭერისთვის“,- წერს ქეთევან დარჩიძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203