ხორხელის საჯარო სკოლაში IX კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა 
29-06-2023

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

15 ივნისს ჩატარდა IX კლასის გამოსაშვები ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მშობლები.

სკოლა საბაზოა შესაბამისად მოსწავლეებთან გამომშვიდობება პედაგოგებისთვის მეტად ემოციური აღმოჩნდა. დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეებს გზა დაულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. 

მოსწავლეებისთვისაც საყვარელ პედაგოგებთან განშორება ძალიან ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა. მათ სასკოლო საზოგადოებას შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, იმხიარულეს და გამოსათხოვარი სიტყვებით დაემშვიდობნენ სკოლასა და საყვარელ მასწავლებლებს.

„ღონისძიებამ კეთილგანწყობის ატმოსფეროში ჩიარა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203