
ლევან გოთუას სახელობის რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითა და გასვლითი ღონისძიებებით იყო დატვირთული.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 და მე-6 კლასის 4 მოსწავლის ვიზიტი სამების საკათედრო ტაძარში, სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციაზე - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები: ნინი ზვიადაძე, ნინი ლალიაშვილი, ელენე სულაბერიძე და ანასტასია კალაძე გადავიდნენ მესამე დამამთავრებელ ტურზე და საკუთარი ნაშრომების პრეზენტაცია წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დაიმსახურეს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
„ლევან გოთუას სახელობის, რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო გოთუელებო!“ - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: