წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია გურიაში
29-06-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით და ნაყოფიერად დასრულდა.
მე-4 ა კლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. ეს ემოციური და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგისთვის.
მათ მასწავლებელს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მასთან ერთად ექსკურსიაზე წავიდნენ.
„დაწყებითი საფეხურის საუკეთესო კლასის მოსწავლეები მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად სასწავლო ექსკურსიით ულამაზეს გურიას ეწვივნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვებმა, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, ერკეთის დედათა მონასტერი მოილოცეს, ასევე დიდი ინტერესით გაეცნენ საქართველოს ღირსშესანიშნაობათა მინიატურულ მოდელებს შეკვეთილში და როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მუსიკალურ პარკში გაერთნენ.
აღნიშნულ დღეს ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები მიიღეს, დრო ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.
„დღის ბოლოს საკუთარ საზაფხულო გეგმებზეც ისაუბრეს და საინტერესო არდადეგების მოლოდინით ერთმანეთს დაემშვიდობნენ“, - გვიყვებიან სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა