ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სტუმრობდნენ 
29-06-2023

ქუთაისის N26 საჯარო სკოლისთვის, სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო, მოსწავლეები არაერთ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ და შემეცნებით შეხვედრებს ესწრებოდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია, ვიზიტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (IOM).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული შეხვედრა შედგა პროექტის - „მიგრაცია- წარსული და თანამედროვეობა“, ფარგლებში.

მომხსენებელმა, საინტერესოდ ისაუბრა მიგრაციის რისკებზე და უსაფრთხოებაზე. მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ინტერაქციული იყო.

სკოლა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობას უხდის მასპინძლობისთვის და ქალბატონ ნათიას საინტერესო პრეზენტაციისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203