წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა სასწავლო ვიზიტით პარიზში იმყოფეობოდა
29-06-2023

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა სასწავლო ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზს ესტუმრა.

ევროპაში 3-დღიანი ტრენინგის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს განათლებისა და ბიზნესს აკადემიის დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი მარია გეთიაშვილი.

ტრენინგის თემა იყო - „პროექტული სწავლება სკოლებში“. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა ამ სამი დღის განმავლობაში შექმნილი პროექტების პრეზენტაციები წარადგინეს. 

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავამ ტრენინგის ფარგლებში ჩანიშნულ კონფერენციაზე მეტად საინტერესო მოხსენება - პრეზენტაცია წარადგინა. 

პრეზენტაცია მოიცავდა განათლების და ბიზნესის აკადემიასა და წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობით განხორციელებული წარმატებული პროექტების - სამგზის მასწავლებლის დღისა და ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სასწავლო კონფერენციების შესახებ ინფორმაციას, რამაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

საფრანგეთში ვიზიტისას ქართული სკოლების ხელმძღვანელებმა და პედაგოგებმა დაათვალიერეს პარიზის ღირსშესანიშნაობები - ვერსალის სასახლე, ლუვრისა და ორსეის მუზეუმი და ბოლოს მდინარე სენაზე გაისეირნეს.

„აღნიშნული სასწავლო ვიზიტი დაუვიწყარი იქნება საინტერესო და გონიერი მონაწილეებისა და პარიზის ღირსშესანიშნაობით“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავამ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203