ქუთაისის N22 საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია დვალიშვილი სპორტული ოლიმპიადის საუკეთესო ფრენბურთელ გოგონად დასახელდა
29-06-2023
ქუთაისის N22 საჯარო სკოლას გამორჩეული და განსაკუთრებულად აქტიური მოსწავლეები ჰყავს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს.
მათ შორის, სპორტში წარმატებას მოსწავლე ანასტასია დვალიშვილმა მიაღწია. ის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის საუკეთესო ფრენბურთელ გოგონად დასახელდა.
ანასტასია დვალიშვილმა თამაშების მიმდინარეობისას ღირსეულად იასპარეზა, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა და მშობლიური სკოლა ასახელა.
სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, წარმატებას უსურვებენ და ულოცავენ.