ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში ჩაერთნენ.
მოსწავლეები - ნიკოლოზ იმედაძე და ნათია ნემსაძე მოსწავლეთა შემოქმედებით ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საპირიზო ადგილები დაიკავეს. ნიკოლოზ იმედაძემ ჟანრში - ზეპირსიტყვიერება პირველი, ხოლო ნათია ნემსაძემ ჟანრში - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა ქართული ესტრადის, ქართული ხალხური სიმღერის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ქორეოგრაფიის ჟანრებში ტარდებოდა.