ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა და მშობელთა სპორტული ფესტივალი ჩატარდა
29-06-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალი საინტერესო აქტივობით იყო დატვირთული.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ. პედაგოგები მათ პირად მაგალითს აძლევენ. ამ მიზნით კი, არაერთი ღონისძიება გაიმართა.
მათ შორის, სკოლის სპორტულ დარბაზში მასწავლებელთა და მშობელთა სპორტული ფესტივალი სპორტის 5 სახეობაში ჩატარდა. მის მიმდინარეობაში ყველა უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
მონაწილეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ძალიან ნაყოფიერად გაატარეს. ბოლოს კი, მედლებითა და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს