
რუსთავის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს.
მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება სკოლის ღია სივრცეში მოეწყო.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და დამრიგებელთან ერთად ბევრი იხალისეს. ბავშვებმა პირველ მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი ემოციები, რაც სკოლასთან აკავშირებდათ, მიღწევებზე ისაუბრეს.
მასწავლებელმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა, მე-5 კლასში გადასვლა მიულოცა და წარმატებული მომავალი უსურვა.
იხილეთ ფოტოები: