მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლას ნიჭიერი, მოტივირებული, მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში როგორც სასწავლო წლის განმავლობაში, ისე მისი დასრულების შემდეგაც ერთვებიან.
ეს ყველაფერი კი პროფესიონალ პედაგოგთა გუნდის დამსახურებაა, რომლებიც აღსაზრდელთა განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავენ.
მოსწავლეები ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ბანაკში ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, თანატოლებს დაუახლოვდნენ, ცოდნა გაიღრმავეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
ბანაკის თითოეული დღე სხვადახვა აქტივობითაა დატვირთული.
იხილეთ ფოტოები: