თბილისის N46 სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ
29-06-2023

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ილიას ბაღში ამავე რაიონში მდებარე სკოლების მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სტუმრებმა რაიონში არსებული სკოლების 2022-2023 სასწავლო წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსანი 122 მოსწავლე სიგელებითა და სასაჩუქრე ვაუჩერით დააჯილდოვეს.

წელს თბილისის N46 საჯარო სკოლიდან ღონისძიებაზე სამი ოქროსა და ოთხი ვერცხლის მედალოსანი წარდგა.

სკოლაში მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ სკოლის წარჩინებით დამთავრებას. ვუსურვებთ წარმატებასა და წინსვლას!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203