
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი სასწავლო წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. ნაყოფიერი იყო პროექტებით სწავლება.
მათ შორის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტის ფარგლებში, X კლასის მოსწავლეებმა:
1. შექმნეს სხვადასხვა დარგის ნიმუშები, სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. (ნამუშევრები გამოფენილია სკოლის შიდა სივრცეში)
2.დაათვალიერეს ქართველი მხატვრის დიმიტრი ანთაძის გამოფენა (ადგილმდებარეობა ქ.თელავი ერეკლეს სახლ-მუზეუმში)
3. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებისგან აიღეს ინტერვიუები და დაათვალიერეს თელავის თეატრი.
4. ასევე ინტერვიუები ჩამოართვეს თელავის ელენე ახლედიანის სამხატვრო სკოლის მხატვრებს და დაათვალიერეს სამხატვრო სკოლა.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ახალი ცოდნა და უნარები შეიძინეს.
პროექტის ორგანიზატორი მაია ახალკაციშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: