„აფხაზეთი საქართველოა“ - ეკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება 
29-06-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და აქტივობებით. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით ერთვებოდნენ სხვადასხვა პროექტებში. 

მათ შორის, პროექტის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ფარგლებში, ეკის საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო ღონისძიება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის V, VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებელი შორენა ხურცილავა და მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა ფირცხალავა. ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა - ლელა სიჭინავამ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნოთ აფხაზეთი - ომამდე, აფხაზეთი - ომის პერიოდში და აფხაზეთი - ომის შემდეგ (ანუ დღეს).

„ღონისძიება გამოვიდა ძალიან ინფორმაციული და ემოციური, რომელსაც ცრემლების, სინანულისა და მონატრების გრძნობის გარეშე არ ჩაუვლია“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

მოსწავლეებმა გამოსვლა დაასრულეს სლოგანით - „აფხაზეთი საქართველოა“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203