
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად სკოლის მოსწავლეები - დავით მურადაშვილი და სოფიოკო ნათენაძე ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადას შეუერთდნენ.
ოლიმპიადა რამდენიმე რაუნდისგან შედგება. ეროვნული რაუნდი თბილისში 11 -12 ივნისს ჩატარდა.
ქვეყნის 230 მოსწავლე და მათი მასწავლებლები დღის განმავლობაში გაწერილი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გეგმის მიხედვით მუშაობდნენ. ტესტირების შედეგების მიხედვით მოსწავლეებს და მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები.
დავით მურადაშვილი და სოფიკო ნათენაძე ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისა და ადგილობრივი რაუნდების გავლისთვის დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის მიზანია მოზარდებში ეკონომიკის შესაწავლის მიმართ ინტერესის გაღვივება, რასაც სკოლაშიც აქტიურად ახალისებენ.
იხილეთ ფოტოები: