პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი და მისი მოსწავლე სამეცნიერო ფესტივალში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-06-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ვაჟა ტეტუნაშვილი და მისი მოსწავლე დათა დიდებელი სამეცნიერო ფესტივალში მონაწილეობდნენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის - SALiS ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მესამე ეროვნული ფესტივალი - „მეცნიერება მთავარ როლში“.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა პროექტები. 

ვაჟა ტეტუნაშვილმა ფესტივალზე წარადგინა საინტერესო პროექტი - „უხილავი ენერგიის სურნელი“.

მასწავლებელს ფესტივალში წარმატებული მონაწილეობისთვის გადაეცა სერტიფიკატი, თანამონაწილე მერვე კლასის მოსწავლე დათა დიდებელს კი - მაისური.

სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავენ მათ ამ შესანიშნავ წარმატებას და უსურვებენ შემდგომ წინსვლას.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203