დაბა ხარაგაულის N3 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით რაჭას ესტუმრნენ
29-06-2023

„2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო დასასრული მეშვიდე კლასის მოსწავლეებისთვის“ - ასე აფასებენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიას დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში, სადაც ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

მე-7 კლასელები, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად,  სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ულამაზეს რაჭას ესტუმრნენ. 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს და მის ღირშესანიშნაობებს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა დღე სასიამოვნოდ, საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს.

„მოვილოცეთ ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი, ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია, დავტკბით   შაორის ტბის ზღაპრული სანახაობით, მოვინახულეთ ქვაბთკარი - სიყვარულის  ჩანჩქერი.  

ლამაზი, ინფორმაციითა და ემოციით დატვირთული დღის ბოლოს კი, გოგ­ნის წმინ­და გი­ორ­გის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ტა­ძა­რი „კა­რუგ­დე­ბე­ლი“ მოვილოცეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ყველას, ვინც ექსკურიის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

„მადლობა მშობლებს გვერდში დგომისთვისა და აქტიური ჩართულობისთვის, კლასის დამრიგებელს - ნამიკო კერესელიძეს ორგანიზებისთვის, ჩვენს მზრუნველ და მოსიყვარულე თამარ სხილაძეს და განუმეორებელ ექსკურსიამძღოლს, სკოლის ხელოვნების მასწავლებელ მანიკო მანის, რომელმაც საინტერესოდ გადმოგვცა ამ ულამაზესი კუთხის ღირშესანიშნაობების ისტორია და მნიშვნელოვანი ფაქტები.

ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, ახლა უკვე მერვეკლასელებს კი, კიდევ ერთხელ ვულოცავთ სასწავლო წლის დასრულებას და ბედნიერ არდადეგებს,  კარგ დასვენებასა და საინტერესო თავგადასავლებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203