საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „არსიანის“ მორიგი წარმატება
29-06-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ ფუნქციონირებს, რომლის წევრებიც ხალისით ეუფლებიან ქართულ ხალხურ ცეკვებს, ქორეოგრაფიის ისტორიასა და ფოლკლორულ ტრადიციებს. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

გიმნაზიაში „არსიანის" მორიგ წარმატებას ზეიმობენ. 

ბათუმში გაიმართა ქართული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „არტ ბულვარი“, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ მონაწილეობდა. ანსამბლმა სასკოლო საზოგადოება ამჯერადაც გაახარა და პირველი ადგილი და, უკვე მერამდენედ, ლაურეატის წოდება დაიმსახურა.

„ვულოცავთ ჩვენს ქორეოგრაფიულ ანსამბლს ამ დიდ წარმატებას და მომავალ დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ანსამბლის ქორეოგრაფი ჯონი დუგლაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203