
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობდნენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე დადებითად აისახა.
მათ შორის აღსანიშნავია მე-7 კლასის მოსწავლეთა ფიზიკის ღია გაკვეთილი, რომლის თემა იყო - ხახუნის ძალა.
პედაგოგმა და მოსწავლეებმა საგაკვეთილო პროცესის დროს ონლაინსიმულატორს მიმართეს. მოსწავლეებმა რეალური ექსპერიმენტისა და ვირტუალური ლაბორატორიის საშუალებით იკვლიეს უძრაობის, სრიალისა და გორვის ხახუნის ძალა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი: ნ.დიდიძე ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ პრაქტიკულ სამუშაოებსა და ექსპერიმენტებს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.