ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებები
29-06-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

აკადემიური წლის განმავლობაში, სკოლაში, არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, თარიღი აღინიშნა და მათთან დაკავშირებით აქტივობები გაიმართა.

მათ შორის იყო 1-ელი ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ღონისძიებები მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. ბავშვებმა ამ დღის შესახებ ისაუბრეს, სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეებმა დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203