გვიშტიბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი შემოქმედებითი ღონისძიება
28-06-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წელი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით. 

სკოლაში მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - გულნარა ჩიხლაძის ხელმძღვანელობით,  სასწავლო წლის დასასრულს კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს.

მოწაფეებმა თავიანთი შემოქმედებით კიდევ ერთხელ გაუთბეს გულები მასწავლებლებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის მეორე ნაწილი ინტეგრირებული იყო მე-4 კლასთან და მას მუსიკის მასწავლებელი დალი ბაკურაძე ხელმძღვანელობდა. გაერთიანებული ღონისძიება - „ნოეს კიდობანი“ - სცენარი საბავშვო სპექტაკლისათვის, მეტად საინტერესო, შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„ბავშვებმა ამ ღონისძიებით შეიძინეს ახალი პროფესია და უნარ-ჩვევები, გახდნენ მსახიობები რეჟისორები. მადლობა, ქალბატონ გულნარას და დალის საინტერესო შემოქმედებისათვის, სკოლის სახელით დიდი მადლობა მშობლებს თანამშრომლობისათვის, გვერდით დგომისა და ესთეტიკური მხარის გალამაზებისათვის“,-  აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ გვიშტიბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



იხილეთ ვიდეო N1
ვიდეო N2, ვიდეო N3, ვიდეო N4, ვიდეო N5, ვიდეო N6
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203