ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროექტული სწავლების ფარგლებში, ჩხოროწყუელ ოსტატს ესტუმრნენ 
28-06-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ნაყოფიერი აღმოჩნდა პროექტზე დაფუძნებული სწავლება, რომელმაც ხელოვნების შესწავლისას მეტად მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო სასწავლო გარემო შექმნა და არაერთი უნარი შესძინა. 

მათ შორის, მე-10 კლასის მოსწავლეები ხელოვნებაში, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტული სწავლების ფარგლებში, ეწვივნენ  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთის მკვიდრს - ოსტატს ბატონ დემურ ანთიას, რომელიც სხვადასხვა მასალიდან ამზადებს არაჩვეულებრივ ნამუშევრებს.   

ოსტატი მოსწავლეებს ესაუბრა ხელოვნებისა და ხელოვანის დანიშნულებაზე, ხელოვნების მისიაზე, ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მსოფლმხედველობაზე. ქვეყნის წინაშე თითოეული ქართველის ვალდებულებაზე.

„ეს იყო ერთი ლამაზი დღე, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მოსწავლეებზე“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203