
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მოსწავლეები სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, სკოლაში მე-6 კლასის მოსწავლის - ამირან მარგველაშვილის მორიგ წარმატებას აღნიშნავენ.
მოსწავლემ კიდევ ერთი რესპუბლიკური ტურნირი ოქროს მედლით დაასრულა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა თბილისში, ზურაბ იარაჯულის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში იასპარეზა.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.