ტალერის და ოჩეს საჯარო სკოლების პედაგოგ ელიკო აკობიას საერთაშორისო პროექტებში მიღწეული წარმატება
28-06-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერისა და ოჩეს საჯარო სკოლების ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელი ელიკო აკობია, განვითარებასა და კარიერულ ზრდაზეა ორიენტირებული, აღსანიშნავია, სასწავლო წლის მანძილზე მისი წარმატებული საქმიანობა. 

ელიკო აკობია სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში აქტიურად იყო ჩართული, როგორც მომხსენებელი, მოდერატორი და „პანელისტი“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგს აქვს მინიჭებული SPSC -გან ამბასადორის ელჩის წოდება. ასევე
IIU- გან  სერტიფიცირებული კარიერული მრჩეველის სერტიფიკატი. მან აგრეთვე ორივე სკოლიდან
თავისი მოსწავლეები ჩართო საერთაშორისო კონფერენციებში.ეს პლატფორმები გახლავთ :GLOBAL Future Foundation, IIU-International Intership University და 21 st Digiskillzs.

ყველა წარმოდგენილი კონფერენციიდან როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს მიენიჭათ აკრედიტირებული საერთაშორისო სერტიფიკატები.

პედაგოგის სტატია - „სუფთა წყალი და სანიტარული სისტემა“, გამოქვეყნდა საერთაშორისო ონლაინ ჟურნალში -„Education Jagat“, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით ჰყავს 10 მილიონამდე გამომწერი.

„მომავალ წელს მასწავლებელი - ელიკო აკობია ისევ აპირებს გააგრძელოს აქტიური მუშაობა თავის მოსწავლეებთან ერთად საერთაშორისო მასშტაბით“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203