„ჩხიკვთა ქორწილი“ - დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელთა ლამაზი წარმოდგენა და მოხიბლული მაყურებელი
28-06-2023
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სასწავლო წლის მანძილზე ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის აღსანიშნავია, სპექტაკლი - „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც მესამე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობითა და პედაგოგ თამარ სხილაძისა  და მუსიკის მასწავლებელ მზია კუპრაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა თავი კარგად გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას, შესანიშნავად მოირგეს სხვადასვა ფრინველისა და ცხოველის როლი და ლამაზი სიმღერებითა და ცეკვებით წარდგნენ მაყურებლების წინაშე .

„ღონისძიება ძალინ მხიარული და სასიამოვნო გამოვიდა, რის გამოც პატარა მსახიობებმა დამსწრე საზოდოებისგან დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს“,- გვეუბნებიან სკოლაში.

სპექტაკლის დასასრულს N3 საჯარო სკოლის დირექტორმა ნაირა კვინიკაძემ  მადლობა გადაუხადა  , მესამეკლასელებს, მათ პედაგოგებს და წარმატებები და ბედნიერი არდადეგები უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203