ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში თამბაქოს მავნებლობის შესახებ ღონისძიება ჩატარდა
08-05-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლაში თამბაქოს პროდუქციის მავნებლობის შესახებ ღონისძიება ჩატარდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქიმიის პედაგოგმა ლიკა სხირტლაძემ მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს გააცნო სიგარეტის ქიმიური შედგენილობა, მისი წარმოების ტექნოლოგიები და დაავადებები, რომლებიც მწეველ ადამიანებს უვითარდებათ.
თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს. ღონისძიების ბოლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ნათელა ღლონტის დავალებით მოსწავლეებმა თამბაქოსა და მწეველი ადამიანების მიმართ საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები დახატეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს