გვიშტიბის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდის წარმატება ფრენბურთის შეჯიბრში
28-06-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, მოსწავლეებმა წარმატებით ფრენბურთის შეჯიბრში იასპარეზეს. ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა. 

მოსწავლეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებამ თასითა და დიპლომებით დააჯილდოვა. 

ფრენბურთში შეჯიბრი წყალტუბოს სპორტის სასახლეში სკოლებს შორის გაიმართა. შეჯიბრში ექვსი სკოლა იყო ჩართული. 

სკოლის დირექტორის შორენა ქორიძის თქმით, გვიშტიბის სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლე გოგონების ჩართულობა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიმართულებით, საკმაოდ მაღალი დინამიურობით წარმოჩინდა.

შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეებმა საკუთარი ინიციატივების მხარდაჭერა მიიღეს, როგორც მასწავლებლებისგან, ასევე სასკოლო საზოგადოებისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელობისგან. მათ მონაწილე გუნდების მეგობრულ შეხვედრებს გაუწიეს ორგანიზება, ბოლოს კი დააჯილდოვეს. 

„უღრმესი მადლობა მათ გაწეული მხარდაჭერისთვის. ინიციატივების მხარდაჭერა გრძელდება და ვფიქრობთ მომავალი სასწავლო წლიდან უფრო მეტი საშუალო საფეხურის მოსწავლე და სკოლა იქნება ჩართული სხვადასხვა სპორტის სახეობაში. წელს კი მხოლოდ ექვსმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა“,- დასძენს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203