რკვიის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის ერთადერთი კურსდამთავრებული დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
28-06-2023

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლაში ერთადერთი მე-9 კლასელისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლა საბაზო შესაბამისად მოსწავლესთან გამომშვიდობება პედაგოგებისთვის მეტად ემოციური აღმოჩნდა. დირექციამ და მასწავლებლებმა მოსწავლეს გზა დაულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. 

მოსწავლისთვისაც, საყვარელ პედაგოგებთან განშორება ძალიან ემოციური და ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

მან სასკოლო საზოგადოებას შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ნიკა ტყემალაძეს საბაზო საფეხურის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავენ.

„რკვიის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ნიკა ტყემალაძეს მე-9 კლასის დამთავრებას და უსურვებს წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203