
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შესაბამისად, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურსსა თუ აქტივობაში რთავენ.
მათ შორის აღსანიშნავია გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“, სადაც მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.
ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ ფარგლებში, 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატის რეგიონულ პირველობაზე აქტიური ჩართულობისა და წარმატებული ასპარეზობისთვის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მადლობის სიგელი, სერტიფიკატები და დიპლომები საზეიმოდ გადაეცათ.
სკოლაში ჯილდო ახარებთ, მოსწავლეებს კი შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„გილოცავთ და უამრავ წარმატებულ ასპარეზობას გისურვებთ ჩემო ძვირფასებო“,- აღნიშნავენ სკოლაში.