
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
პირველკლასელებმა აკადემიური წლის ნაყოფიერი დასასრული საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. მათი მონაწილეობით სკოლაში გამოსაშვები ღონისძიება მოეწყო.
ზეიმზე ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ნომერი შესანიშნავად წარადგინეს. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
პირველკალსელთა გამოსაშვებმა ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა. ბავშვების შესრულებულმა ნომრებმა იქ მყოფი თითოეული ადამიანის დიდი მოწონება დაიმსახურა.
„გილოცავთ, საყვარელო ბავშვებო და წარმატებებს გისურვებთ. სკოლის დირექციის სახელით, მადლობა კლასის დამრიგებელ ქალბატონ ელისო შვანგირაძეს და თითოეულ მშობელს, თანამშრომლობისთვის, გვერდით დგომისთვის და ესთეტიკური მხარის გალამაზებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: