ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთის სასკოლო ლიგა ჩატარდა 
28-06-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობა გაიმართა.

მათ შორის იყო სასკოლო ლიგა, რომელიც მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მათ დამსახურებული სიგელი და თასი მიიღეს, ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრებითა და სპორტით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203