
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი დასრულდა. აკადემიური წლის წარმატებით დამთავრება სკოლაში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა.
კერძოდ, მოეწყო ექსკურსიები, ლაშქრობები, მუსიკალურ-გასართობი პროგრამები.
დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და გახალისებისთვის.
ბავშვებმა არდადეგები ახალი შთაბეჭდილებებითა და დაუვიწყარი ემოციებით დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივირების მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოწაფეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება.