
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ ხარისხიან განათლებას და პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით, წარმატებით ეუფლებიან უცხოურ ენებს.
2022-2023 სასწავლო წელი გაჯერებული იყო, მრავალფეროვანი აქტივობებითა და ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის დონეზე დადებითად აისახა.
მათ შორის აღსანიშნავია, კლასგარეშე აქტივობა My profesion, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოწაფეებმა ისაუბრეს მათთვის სასურველ პროფესიებზე. სკოლაში იზრდებიან მომავალი წარმატებული იურისტები, მასწავლებლები, მხატვრები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: