„კონფლიქტების მოგვარება და ქცევის მართვა“- ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები განხორციელდა 
27-06-2023
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში, 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა გაიმართა. 

წლის განმავლობაში ჩატარებული ერთ-ერთი, სასკოლო პროექტი იყო - კონფლიქტები და მათი მართვა. რომლის ფარგლებში,
დაწყებითი კლასების მასწავლებლის ნინო ლოლაძის ხელმძღვანელობით, მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები - „კონფლიქტების მოგვარება და ქცევის მართვა“ განახორციელეს. 

პროექტის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მათ პედაგოგის კითხვებს უპასუხეს, იმსჯელეს, საინტერესოდ ისაუბრეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203