მატნის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ დამრიგებელს ღონისძიებით დაემშვიდობნენ
27-06-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

აკადემიური წლის ბოლოს, მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს - მ. მაჩხაშვილს დაემშვიდობნენ და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებაც ჩაატარეს. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს არაერთი შთამბეჭდავი ნომერი წარუდგინეს, შეასრულეს სიმღერეები, იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და ერთად გატარებული წლებიც გაიხსენეს. 

სადღესასწაულო განწყობას ბუშტებითა და სხვადასხვა დეკორაციით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა; მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, დასასრულს ცაში ფერადი კვამლი და ბუშტები გაუშვეს. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატება და ბედნიერი არდადეგები უსურვეს; ეს გახლდათ სევდანარევი სიხარული - გაისად ბავშვები უფრო დიდები, უფრო ნასწავლები დაუბრუნდებიან მშობლიური სკოლის კედლებს, თუმცა არასოდეს დაივიწყებენ იმ დიდ სიყვარულს, რომელიც პირველმა დამრიგებელმა დატოვა მათ გულში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203