ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი სატელევიზო ლიტერატურულ კონკურსში ჩაერთვება
27-06-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლას აქტიური, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტსა თუ ღონისძიებაში ჩაერთნენ.
ამჯერად, სკოლას სასიხარულო სიახლე აქვს, მოსწავლეთა გუნდი სატელევიზო შოუს - „წიგნების თაროს“ მე-14 სასკოლო სეზონის მონაწილეთა შორისაა.
მათ გასაუბრების ეტაპი წარმატებით გაიარეს და უკვე კონკურსისთვის ემზადებიან. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„გვინდა დიდი სიხარულით და სიამაყით მივულოცოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მიღწეული წარმატება. ისინი გავიდნენ „წიგნების თაროს" მე-14 სასკოლო სეზონის მონაწილე გუნდებს შორის და ერთადერთი გუნდია ჩვენი რეგიონიდან“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს