ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გალერეაში გაიმართა
27-06-2023
ქუთაისის N10 საჯარო სკოლისა და გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის პედაგოგ ინგა ტორჩინავას ორგანიზებით გამოფენა მოეწყო. 

გალერეა „ვარლას“ საგამოფენო დარბაზში გიორგი მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის და ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი გამოფენა გაიმართა. ნამუშევრების ავტორები - კესარია ძნელაძე, ელენე მინდაძე, ანანო თავაძე და ირინე ფრუიძე იყვნენ.

გამოფენა სკოლებს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა, რომლის მიზანი მოსწავლეთა შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, წახალისება, მოტივირება და მათი შემოქმედებითი უნარების აღიარება იყო.

გამოფენაზე ნორჩ მხატვართა 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენის დასასრულს, ნორჩი მხატვრები, სახელოვნებო-შემოქმედებით პროექტებში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის, სამხატვრო სკოლის დირექტორმა ნიკოლოზ ბერიშვილმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203