ზღაპრული სანახაობა და კლასიკური მუსიკის ჯადოსნური ჰანგები - ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფართო აუდიტორიის წინაშე არაჩვეულებრივად წარდგნენ
27-06-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს.
ხონის სამუსიკო სკოლაში ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ბარბარე ჯიშკარიანმა და მარიამ ჯიშკარიანმა, მუსიკის მასწავლებელ ირმა ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, არაჩვეულებრივი კონცერტი გამართეს.
ისინი მსმენელის წინაშე არაჩვეულებრივად წარდნენ და ყველას მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებსა და მასწავლებელს სკოლაში დიდ წარმატებას უსურვებენ.
„სულ ახლახან, ხონის სამუსიკო სკოლაში არაჩვეულებრივი კონცერტის, ზღაპრული სანახაობის მომსწრენი გახლდით, რომლის მთავარი გმირები ჩვენი სკოლის წარმატებული მოსწავლეები - ბარბარე და მარიამ ჯიშკარიანები და ასევე, ჩვენი სკოლის პროფესიონალი და საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე მუსიკის მასწავლებელი ირმა ჯალაღანია გახლდათ.
გოგონებმა წელს დაასრულეს სამუსიკო სკოლის ექვსწლედი ფორტეპიანოს განხრით და შემაჯამებელი კონცერტი გამართა მათი მონაწილეობით ქალბატონმა ირმამ. არა მარტო წელს, ყოველწლიურად, ისინი მაყურებელს ანებივრებენ კლასიკური მუსიკის ჯადოსნური ჰანგებით. შესრულების მაღალი მანერით და მაყურებლის მიმართ გულწრფელი დამოკიდებულებით.
ყოველთვის ნიჭიერების ზეიმია ირმა მასწავლებლის ნამუშევრის ნახვა, რომელიც მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგად ხდება. შრომისა, რომელსაც ბევრი დრო, ენერგია და მოთმინება სჭირდება. სწორედ ამის დასტურად გოგონებისგან სიგელიც კი დაიმსახურა ნომინაციაში „ამოუწურავი ენერგია და გამძლეობა“ .
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის სამ ღირსეულ წარმომადგენელს - ჩვენს ბარბარეს, მარიამს და ირმა მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს