
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში 19 მაისს მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
ბავშვებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წერილები დაუტოვეს და წარმატებები უსურვეს.
„ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე მათ სკოლაში გატარებული 12 წელი გაიხსენეს და პედაგოგების ღვაწლი აღნიშნეს, რომელთაც მათ განათლებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.
სკოლა ამ დღეს საზეიმოდ იყო მორთული. მოსწავლეთა დადებითმა ემოციებმა მთელ სასკოლო საზოგადოებას განწყობა აუმაღლა.
პედაგოგებმა და დირექციამ ისინი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცალეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: