სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილისა და ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმები მოინახულეს
27-06-2023
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ სუხჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, აკადემიური წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა მოეწყო.
მათ შორის, მე-5 და მე-8 კლასის მოსწავლეები სასკოლო ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათ დავით კლდიაშვილისა და ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმები მოინახულეს. მწერლების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
მოსწავლეები აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატრეს, ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.